გიორგი ვაშაძე: “სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პარტიული ინტერესი არის უკან, გაცილებით წინ არის ქვეყნისა და ხალხის ინტერესი

ყველა, ვინც პრაიმერისის იდეას ეწინააღმდეგება არის კულუარების მომხრე – მომხრე იმისა, ვიღაცა ვიღაცასთან წავიდეს, ჩააწყოს და ვიღაცასთან დალაგდეს – ჩვენ ეს არ გვინდა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

“დღეს, ისე როგორც არასდროს, პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება. ძალაუფლება პრორუსულ უმცირესობას აქვს მიტაცებული, რომელიც ქვეყანას პროევროპული ფასადით მართავს. როცა ასე მივდივართ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. კანდიდატის სტატუსის მისაღებად პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება.
ერთიანობა რომ შედგეს, ამისთვის აუცილებელია ამ ერთიანობაში ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი. თუ ჩვენ პოლიტიკურ კულუარებს არ მოვსპობთ, ყველა ერთიანობა შეუმდგარი იქნება.
ერთიანობის წესებს ღია და გამჭვირვალე პროცედურები სჭირდება. პრაიმერისი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ამ ერთიანობაში, თუ ვის რა პოზიციები აქვს, ვის რა ძალა და ხმა აქვს, იღებს ხალხი და არა პოლიტიკური კულუარები.
ჩვენ დასავლურ სტანდარტებს ვემხრობით როგორც პოლიტიკურ, ასევე ქვეყნის მართვის პროცესში – ვამბობთ, დაე ხალხმა გადაწყვიტოს ვის ვინ უნდა იყოს, ვინ სად უნდა იყოს – ეს არის ხალხსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული გზა.
ჩვენთვის – “სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პარტიული ინტერესი არის უკან და გაცილებით წინ არის ქვეყნისა და ხალხის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.