ნინო ბურჯანაძე: ძვირფასო ახალგაზრდა კოლეგებო, ცოტა თავი რომ შეგეწუხებინათ და წინასწარი კონსულტაციები ჩაგეტარებინათ, ოპოზიციას ცირკს აღარ დაუძახებდნენ

ძვირფასო ახალგაზრდა კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, ასე არ ხდება, წინასწარი კონსულტაციები ჩაგეტარებინათ, გეტყოდით ცოტა მეტი გამოცდილების ადამიანები, რა რისკები ახლავს ასეთი განცხადებების გაკეთებას. აღარ დაუძახებდნენ მაშინ ოპიზიციას ცირკს _ ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გაერთიანდა, ზოგი პრემიერობის კანდიდატს აყენებს, მოიპოვეს უკვე არჩევნები? თუ ვადამდელი არჩევნები დანიშნულია და მე არ ვიცი? ძალიან სამწუხაროა, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ჯერ გამოაცხადა, რომ გავერთიანდითო, მერე თქვეს, რომ ეს ერთიანი სია არ არისო, ახლა გვითხრეს, რომ თურმე რაღაც პრაიმერი უნდა ჩავატაროთო. ჯერ ერთი, ძვირფასო ახალგაზრდა კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, ასე არ ხდება, რომ სამი პარტია შეიკრიბოს და ყველა დანარჩენმა ეს… გასაგებია, რომ კულუარებიდან ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, მაგრამ ძირითადად ეს გახმოვანდა მედია საშუალებებით და თავი რომ შეგეწუხებინათ და წინასწარი კონსულტაციები ჩაგეტარებინათ, გეტყოდით ცოტა მეტი გამოცდილების ადამიანები, რა რისკები აქვს ასეთი განცხადებების გაკეთებას. აღარ დაუძახებდნენ მაშინ ოპიზიციას ცირკს”_ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.