უმარტივესი ტესტია – ვისაც კობახიძე და სხვა ბატონები ეძახიან რადიკალურ ოპოზიციას, ის არის ნამდვილი ოპოზიცია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“თავს ნამდვილად ვერ მოვიტყუებ, ალეკო ელისაშვილს ოპოზიაციას არც ვუწოდებ და ვერც ვუწოდებ. უმარტივესი ტესტია- ვისაც კობახიძე და სხვა ბატონები ეძახიან რადიკალურ ოპოზიციას, ის არის ნამდვილი ოპოზიცია. ასეთ ხალხს დევნიან, იჭერენ, პარლამენტიდან აგდებენ, არა მარტო ჩვენი პატიიდან, “ლელოდანაც” ბადრი ჯაფარიძე გამოაძევეს, იმიტომ რომ მათაც, როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციად მიიჩნევენ’- აღნიშნა პეტრე ცისკარიძემ.