შალვა ნათელაშვილი: 2003 -2004 წელს ფრიდონ ინჯიამ “ლეიბორისტულ პარტიას” 250 ათასი მოპარა

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ 2003-2004 წლებში “ლეიბორისტებს” ფული მოპარა.

“აღარ არის საუბარი ინჯიას ჯგუფზე. სოციალისტები ქვიათ და ოლიგარქები, მილიარდერები არიან შიგნით. აგერ ცათამბჯენი აუშენებია ინჯიას მოპარული ფულებით.

ერთი პერიოდი ჩენთანაც შემოიარა (ფრიდონ ინჯია.რედ.), საარჩევნო ფული მოიპარა და წავიდა. საარჩევნო ფული იყო მიბარებული. ჰოდა გამოგვიცხადა,  მიჭერდნენ და ფული წაvუღე მთავრობასო, ამ დროს 100 მილიონი ქონდა თავისი. ეს არის ქურდბაცაცა, ამის შეყვანა როგორ შეიძლება პარლამენტში?!  დასაჭერია! გადატრიალება მოაწყო!

დაჭერილი ყავდათ ზუგდიდში, 3 დღე აჭამეს პოვიდლო, იმის ღირსიც არ იყო” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “დღის ამბებში”.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა თანხა მოგპარათ? ნათელაშვილმა უპასუხა: 250 ათასი, 2003 -2004 წელს ფრიდონ ინჯიამ “ლეიბირისტულ პარტიას” 250 ათასი მოპარა.