„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის სოციალურ ქსელში დაწერილს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი აღნიშნავს, რომ კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ.
„ნამდვილად ხავსზე მოჭიდებაა უპრინციპო ხალხზე მოწოდება, თუ ვინმეს იმედი აქვს რომ თქვენგან რამე გამოვა. ჩვენ მხოლოდ მამხილებელი მიზნებით ვსაუბრობთ ამაზე, თორემ იმედი კი არ გვაქვს რომ წესიერად მოიქცევით. იოლად რომ ჩაგრეცხოთ მერე, მაგას ვაკეთებთ“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს – ვემზადოთ არჩევნებისთვის