„ვეძებთ ახალ გზებს, მაგრამ არქაული ჯაზის და არა ელეგანტური კლასიკის ღვთაებრივ რიტმებში!“

ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:

-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუს. ირაკლი ღარიბაშვილმა კი, ევროკომისიას დაპირდა რომ, დროზე შეასრულებდა რეკომენდაციებს. ტრადიციისამებრ, ოპოზიცია მის ამ განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა და ამტკიცებს, რომ „ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს რეფორემების გატარებას ქვეყანაში, რის გამოც შეუძლებელია ამ სტატუსის მინიჭება. საინტერესოა ისიც, რომ თორმეტი მოთხოვნიდან, ერთ-ერთი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეხება, რაზეც „ოცნების“ პასუხი იყო, რომ ის არა „ოლიგარქია, არამედ მეცენატია“. პარალელურად, ვაშინგტონშიც გააკრიტიკეს „ოცნება“ და მიანიშნეს საშიშროებაზე; რომ ფაქტთა ამ ერთობლიობამ, ჯერ ერთი უკვე „გამოიწვია უკუსვლა დემოკრატიის გზაზე“, ასევე ეს „შეაფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც“. თქვენ რას ფირქრობთ ამ ყბადაღებული სტატუსის მიცემ-არმიცემაზე, საერთოდ რისი მომცემია ის?

მოდით ასე ვთქვათ, ამჯერზე უკვე ნედ პრაისი ცდილობს, სასაკლაოზე მიმავალი მწყემის დარად, იმ ბილიკს არ გადაახვევინოს ცხვარს, რომელიც ოდესღაც დაუწესა კანონიკურ მარშრუტად არაკომპეტენტურმა, ანდა სხვა ხეობასთან შეკრულმა ხევისბერმა და ა.შ. ექსტრაპოლაციის მეთოდს რომ მიმართო; მწყემსისა და ცხვარის ეს სურათ-ხატი, შტატების, ის 30-წლიანი ტოტალური პატრონაჟია საქართველოზე, რომელმაც მისი დეინდუსტრიალიზაცია, სოფლის გაჩანაგება, ტრადიციების გარელევანტება და მოსახლეობისგან დაცლა გამოიწვია.

-ნამდვილად არასახარბიელო სურათია ქვეყანაში. არადა, საქართველო ზედმიწევნით საზრდოობდა კაპიტოლიუმის დირექტივებით, ტრენდებითა თუ იდეებით, ტერმინილოგიით და რიტუალებითაც კი.

შედეგად კი სულ ჭაობ-ჭაობ და ტყე-ღრე იარა; ამასობაში ფარაც გაიფლანგა, ანდა სულაც უფსკრულში გადაიჩეხა. ასეა ხოლმე, როდესაც  სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილების ნაკლებობის პირობებში, ბეჯითი მიამიტობით ითავსებ გეოპოლიტიკური „პაიკის“ როლს და ასე ცდილობ გაიტანო თავი მონსტრებში. იმის მაგიერ, რომ თვითკმარი და ჯანსაღი სახელმწიფო აშენო.

-იქნებ იმ იმედით, რომ ოდესღაც „დედოფლებში“ გავიდოდით?

საქმე იმაშია, რომ „დიდი თამაშის“ წესები, რომლებიც კარგა ხნის წინ დაწესდა მთავარი მოთამაშეების მიერ, უბრალოდ არ ითვალისწინებს ასეთ სცენარს. ამიტომ, რაც არ უნდა გაგვეუმჯობესებია სვლა, ან დავხელოვნდეთ ბარიერების გადალახვაში და ა.შ., უბრალოდ მივალთ არა იქ სადაც საჭიროა. იქნებ სულაც დავიღუპებით, რადგანაც, არ აქვს მნიშვნელობა მოძრაობას გზაზე, როდესაც თავად გზაა არასწორი, ანდა ტოპოგრაფიული შეცდომებით სავსე რუკა გაქვთ ხელთ.

-გარდა ექსტერიერული ცვლილებებისა, ნამდვლად ვერ დაიდო რეალური შედეგი 30-წლიანი დამოუკიდებლობის თავზე. არადა ამ გზაზე არაერთხელ დავისჯეთ, გავღატაკდით და ტერიტორიებიც დავკარგეთ. გამოდის, რომ სულ ფუჭი იყო ამ დოქტრინით გამოწვეული ჩვენი ძალიხმევის კასკადი?

ეს კიდევ არაფერი დიდი იქნებოდა; მაგრამ ამან, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა შვა – დღის წესრიგს სრულად აცდენილი, უცხო ქვეყნის დავალებების შესრულებაზე ორიენტირებული ისტებლიშმენტი მივიღეთ. რომელიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველნაირად ეწინააღმდეგება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მცდელობებს, ტურბულენტობის პერიოდში თავიდან ააცილოს საქართველოს უბედურება. მოკლედ, ამ ალუზიებს რომ მოვრჩეთ; რაც ეს გზა ავირჩიეთ წლების წინ,  მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა – სადღაც მეწყერი ჩამოწვა, სადღაც კი გაუვალი თოვლი დევს. ხმები გავრცელდა სასაკლაოზეც და დღესდღეისობით, ჯანსაღ ინსტიქტს აყოლილი, ეძებს ფარა სხვა, უფრო მარტივ და უსაფრთხო ბილიკებს. მაგრამ იმის გამოსწორებას რაც დეკადებია ფუჭდება, მხოლოდ ინსტინქტი და ადეკვატური რეფლექსია არ კმარა. პარალელურად,  უნდა მიდიოდეს მუშაობა ახალ დოქტრინაზე, ახალი რეალობის ამსახველ უშეცდომო რუკაზე თუ გნებავთ.

ეს, რომ მოხერხდეს ახალი გეზის და იდეების ფორმალიზება ისეთ ერთიან და მწყობრ დისკურსში, რომელიც კომპტენციით და ყოვლისმომცველობით, გადაფარავს ყველა ძველ „მიშისტურ-ზვიადისტურ“ სისულელეს. იმ ანგაჟირებული წრეების მანტრებს, ზეიდეოლიგიზირებულ ე.წ. ექსპერტების და წერა-კიტხვის უცოდინარი ჟურნალისტების ბოდვებს, რომლითაც ჟონგლირებდა მთელი ეს წლები ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი. მესმის, ისეა მიშვებული საქმე, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ზოგადეროვნული კონსენსუსითა, წამყვანი ტელევიზიებით და სახელმწიფოწარმომქნელი ინსტიტუების მობილიზაციით თუ შეიძლება. იმის გათვალისწინებით კი, თუ რაოდენ სეგმენტიზირებულია საზოგადოება, შეიძლება შეუძლებლადაც მოეჩენოს ბევრს.

-„ავგიას თავლაა“ ლამის, მაგრამ ვინ ამბობს რომ ეს ადვილი საქმეა?

ურთულესი! პრინციპში, ისევე როგორც სახვა დანარჩენი, როდესაც გსურს გააკეთო შთამომავლობაზე ორიენტირებული და ეროვნული საქმე საუკეთესოდ და სამშობლოსთვის. აი ესაა, ევროკომისიის რეკომენდაციების ირგვლივ, მთელი ამ აღმოსავლური ბაზრის დარი გამიშვი-დამაკავეს კვინტენსენცია.

-უმაღლეს ეშელონებშიც, ბევრი რამ სხვა რაკურსით დაინახეს ეტყობა ამ უკანასკნელი საერთაშორისო მოვლენების ფონზე?

რა თქმა უნდა მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე და უკვე ვეძებთ კიდეც სხვა გზებს და ახალ ალგორითმს. მაგრამ არქაული ჯაზის და არა ელეგანტური კლასიკის ღვთაებრივ რიტმებში! პირადად მე, უკანასკნელი მეთოდიკის მომხრე ვარ; რადგანაც ის, რაც ჩვენ გვჭირს, არაა არც ახალი და არც უნიკალური. შესაბამისად მაგალითები და რეცეპტებიც არსებობს, იმისა თუ როგორ უნდა გავაღწიოთ სამშვიდობოს ისე, რომ ჩვენი ტრავმირებული ერი ახალი დრაივითაც აღავსო თან. სხვაგვარად, ის დიდი საქმეები, რომლებიც ეპოქას ცვლის და ბიფურკაციის წერტილებად გვევლინება ისტორიაში, არ გამოდის. არაა საჭირო, ველოსიპედის გამოგონება თავიდან-თქო, როდესაც რაკეტები დაფრინავს უკვე კოსმოსში. მადლიზა, ლიტერატურაც არის და ხალხიც შესაბამისი – ოღონდ ჯერ ახალი მიზნის კრისტალიზაცია და დეკლარირებაა საჭირო, რომ ამ ხალხს და ლიტერატურას დაეყრდნო მიზნის მისაღწევად.

-ხალხის ფარასთან შედარება ცოტა არ იყოს, საწყენი ხომ არაა?

ვინმეს, იქნებ მართლაც უადგილო მოეჩვენოს დადარება ცხვრის ფარასთან, მაგრამ იმედია მომიტევებს ახსნამდე; ჯერ ერთი, ასეთ შედარებას ქრისტიანული ტრადიცია და კოდიც ითვალისწინებს. მეორეა და, ასეთი მითოლოგემის მეშვეობით აღწერის მოდელი, ჩვეული, პოზიტივისტური აღწერისგან უპირატესობით სარგებლობს და განსხვავდება იმით რომ, უფრო ადვილია აღსაქმელად. რადგანაც, ერთიანობაში, მიზეზ-შედეგებითურთ ხედავ პრობლემას და შემდგომი ინდოქტრინიზაციაც გიადვილდება შესაბამისად. მოსინჯეთ აბა და აღწერეთ მაგალითად გემი, ასე ვთქვათ „მეცნიერულად“; მიიღებთ ტექნიკური დეტალებით სავსე სამტომეულს. მერედა, თუ არასოდეს გინახავთ ნამდვილი გემი, ანდა პროფილური ცოდნა არ გაგაჩნიათ, ამ დეტალიზირებული აღწერითაც ვერ მიხვდებით თუ რასთან გაქვთ საქმე. ფარასთან და მწყემსთან შედარება კი, იგივეა მაგალითისთვის, რომ გამოჭრა ხისგან გემი და გაუშვა წყალში. რის მერეც დასძინო, რომ გემი ამ სათამაშო მოდელზე, ასჯერ უფრო დიდი კონსტრუქციაა და ეგრევე მიხვდება თემისგან შორს მდგომიც კი, თუ რისი ახსნა მინდოდა. ეს უბრალოდ, ორი სხვადასხვა პრაქტიკაა და საწყენიც აქ არაფერია. მით უფრო, როდესაც მასობრივი მკითხველისთვის არ ვამბობ სათქმელს.

-რაც უშუალოდ ოპოზიციის ამ საკითხთთან მიმართებას შეეხება?

ბაიდენის ადმინისტრაციაზე აყოლილი, ჩვენი ოპოზიციის ეს ბრალდებები, მაგონებს ერთ სებედისწერო ეპიზოდს კაცობრიობის ისტორიიდან. აი როცა თურქები მოადგნენ კონსტანტინოპოლს 1453 წელს და გალავანის შიგნით მჯდომი ბერძნები დაობდნენ იმაზე, თუ რამდენი ანგოლიზი დაეტევა ნემსის ყუნწზე. საერთოდ აცდენილია-მეთქი ეს მიცემ-არმიცემის თემა იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს დგას საქართველო. მაგრამ ეტყობა, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამყოფოს ამ დისკურსში. რომ ეს უსაგნო, კარგო-კულტისეული ეკვილებრისტიკით განმსჭვალული დავა ტექნიკურ საკითხებზე, ჰგავდეს ზრუნვას ქვეყნის მომავალზე. აბა სხვა, კონცეპტუალურ საკითხებზე რომ ილაპარაკოს ოპოზიციამ, თუნდაც მასეთი წარსული არ უნდა ჰქონდეს, რათა „მორალური სიცხადე“ მის მხარეს იყოს. მერედა, უკვე ბევრმა პასიონარმა გაითავისა, რომ საქართველოს ბედი სინამდვილეში გადის არა ამ საკითხის გადაწყვეტა-არგადაწყეტაზე, არამედ სხვაგან და სხვა საკითხებში – ეს კი დამატებით, ცვლის კონფიგურაციებს. ასევე, შესაბამისი ცოდნა უნდა გააჩნდეს, რომ ე.წ. „კეთილშობილური ტყუილის“ (რედ. noble lie) მეშვეობით შეძლოს დაავიწყოს თავისი წარსული მასებს. მოკლედ, როცა არც ერთი გაქვს, არც მეორე, პასიონარებიც გადგნენ განზე, შანსი ნოლი გაქვს! არც ფსონს დადებს ვინმე ასეთ ძალაზე ერში თუ ბერში – გარდა ფრიკების, ორი კინკილა „ცაავასი“ და მცირერიცხოვანი ეგზალტირებული ხუნვეიბინისა. და ეს, რაგინდ სავსე არ უნდა იყოს თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია მათი იდეოლოგიური კლონებით.

-ვერაა კარგად ოპოზიციის საქმე, რაც მგონი თავადაც იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. აბა როგორ უნდა ახსნა მათი მუდმივი აპელირება მხოლოდ თეთრი სახლის და უკრაინის მთავრობის ნებისაკენ? ქართველ ხალხს და ეკლესას აბა, არათუ აიგნორებენ, მათ მიმართ დაუფარავი აგრესიაც კი ამჟღავნებენ.

რადგანაც, ასეთ დისკრიდიტერებულ და იმპოტენტ ძალებს რაც შეუძლია, ესაა „ოცნების“ იმიჯის დისკრედიტაცია ე.წ. „ცივილურ სამყაროში“. მაგრამ, ესეც კი უკვე არსებითად დიდ რამეს ვერ ვნებს მმართველ ძალას. რადგანაც, იმ პარადიგმალურ დონეებზე მიმდინარე საერთაშორისო ცვლილებების გათვალისწინებით, ჩვენი ფინაჩი ოპოზიციურ-ნეოლიბერალური პარტიების კნავილი უტოლდება ელემენტარულ დივერსიას და არა რაიმე ტიპის კონსტრუქცილ ოპონირებას. არადა რაღაც სერიოზულს ხომ უნდა ჩაეჭიდოს ევრო-ატლანტიკური ქვეყნების დიპკორპუსი და რას, – ცილისწამებას, წვრილმან ინტრიგნობასა და ამაზრზენ შაბაშებს? განა მხოლოდ დიპლომატებზეა საუბარი, ამ დეგრადაციაც ხედავს ყველა, მათ შორის გაწბილებული პატრონებიც უფრო მაღალ დონეებზე. მერედა, ნუ გვავიწყდება, რომ ეს ხდება კონსერვატიული ძალების აღორძინების ფონზეც, რაც ერთი-ორად ასუსტებს საქართველოში ნეოლიბერალებს და მათთან აფილირებულ ყველა სახეს.

-არადა, ნამვილად მივესალმებოდი კომპეტენტური და წესიერი წარსულის მქონე ოპოზიციის არსებობას ქვეყანაში, რადგანაც ბალანსი პოლიტიკურ ველზე საჭიროა – შეკავება-გაწონასწორების პრინციპი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციის სახით და ა.შ., ვგონებ უნივერსალური წესია ჯანსაღი სახელმწიფოებისთვის?

რა თქმა უნდა და მერწმუნედ, დგება მაგის დროც! ბრმა და ყრუ უნდა იყო; მოგწონდეს ივანიშვილ-ღარიბაშვილი და ამის გამო ვერ ხედავდე ქვედა დონეებზე უამრავ ტექნიკურ ნაკლს. მაგალითად, არ იმჩნევდე პატარა ჩეგოლეიშვილებს, წვრილ-წვრილი ინტრიგებით რომ გააქვთ თავი „ოცნების“ კულუარებში. ალასანიას მიმიკრირებულ მიმდევრებს ვერ ამჩნევდე საკვანძო თანამდებობებზე, „ნაცებთან“ რომ „აიასნებენ“ საქმეს ყოველი შემთხვევისთის და ჩუმ-ჩუმელად ძირავენ „ოცნების“ კონსერვატიულ ნაწილს. ანდა, წაუყრუო მომხვეჭელ წვრილფეხა კვირიკაშვილების საქმიანობას „მსუყე“ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, „ოცნება“ ხაზინაზე წვდომის გამო რომ ესაჭიროებათ. ასევე უამრავ სხვა, მიდი-მოდი დაჯგუფების არაკომპეტენტურ კადრებს, ცოცხალი თავით არ ხედავდე მხოლოდ იმის გამო, რომ პრობლემები არ შეგექმნას ზოგადად and so on. სიტყვაზე, ლამის იგივეა ასეთი მიდგომა, რომ პატრიარქი მოგწონდეს და ადგილებზე „პატიკო ცაავებს“ ეგუებოდე. ნამდვილი მართლმადიდებელი, ხომ არ შეეგუება ამას და ასე იქნება ბოლო-ბოლო აქაც.

-კატარსისი, რევიზია, ბრძოლა კორუფციასთან, ლუსტრაცია, კოალიციური თრეშისგან გათავისფლება, ესაა წარმატების ერთ-ერთი ფორმულა?!

ასევე 90-იანებიდან მოყოლებული, უახლეს ისტორიაში დაშვებული შეცდომების კეთილსინდისიერი და ზოგადეროვნული ინვენტარიზაცია აკადემიური წრეების დონეზე. ახალი დოქტრინა და კადრები! ეს აუცილებელია, ისევ და ისევ „ოცნებისთვის“. სხვათა შორის, ისევე როგორც ობიექტური და თავისუფალი მედია; რომელიც, მართლაც რომ „მოდარაჯე ძაღლის“ როლს უნდა ასრულებდეს და არა მმართველი ძალის ქებათა-ქებათი ან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით იმკვიდრებდეს თავს. მხოლოდ ასე იქმნება კარგი, ინოვაციური საზოგადოებები. სხვა გზა უბრალოდ არაა თუ გვინდა გამართულ, მომავალზე ორიენტირებულ, საუკეთესო ქართულ და ზოგადსაკაცობრიო იდეებით განმსჭვალულ სახელმწიფოში და არა ბოშათა მსგავს ბანაკში ცხოვრება. სადაც დომინანტია, – აზარტული თამაშები, ტურისტების გასართობი ტინგიცობა, ნარკოტიკები, კრიმინალი და ბორდელები. მოკლედ, ანტიუტოპიის სრული ბუკეტი-მეთქი. თან, აღრეული კომპეტეციათა იერარქიით და ფასეულობათა სისტემით ბონუსად. რაც უკვე სხვა, უფრო ქვენა გვერდით ეფექტებს განაპირობებს და ქართულ კულტურასაც კი ცვლის კნინობითი მიმართულებით. ბოლო-ბოლო, იმპერატორმა მეიძიმ ამოდენა იაპონიის მოდერნიზაცია მოახერხა 5 წელიდადში ისე რომ, ულტრათანამედროვე სახელმწიფო ააშენა, ძველი, ულამაზესი ტრადიციების შენარჩუნებით და ჩვენ რაღას ვერ მოვაბით თავი. ნებაა საჭირო მეტამორფოზისთვის, ტრანსფორმაციებით ფსონს ვეღარ გავალთ.

-ნათელი რეცეპტია, ოღონდ უნდა იცოდე როგორ, რა დროს, რა გააკეთო და ეს როგორც იტყვიან, „ტექნიკის საქმეა”. თურქეთში ათათურქი იყო, ინდოეთში განდი, ეგვიპტეში ნასერი, ისრაელში ბენ-გურიონი და იქნებ დადგა ჩვენს ქვეყანაშიც ამ დარის რეფორმატორის გამოჩენის მომენტი?

თუ ამის სურვილი გააჩნიათ ეროვნულ ელიტებს, მოაგვარებს ქვეყანა ხელისშემშლელ ტექნიკურ საკითხებსაც და არც უსასრულო ტრანსფორმაციებს დაყაბულდება შემდგომში. ელიტების იმედი დიდად არ მაქვს, რადგანაც ეროვნულები არ არიან და თუ რატომ, ეს ცალკე განხილვის თემაა. მეიმედება ივანიშვილი და უშუალოდ მისი გარემოცვა; ისე კი,  დიდი მიზანი, ახალი მოდერნისტული პროექტი, დიდ ცოდნას და ნებას მოითხოვს – მხოლოდ ამ ტრიადის ერთ მუშტად შეკვრის შემთხვევაში გამონახავ სათანადო რესურს და გადალახავ პირობითად დეგნანის, სოროსის, ანდა სულაც რომის პაპის მიერ აღმართულ ბარიერებს. მთავარი; ამისთვის, საჭიროა შემთხვევითი ხალხის გარიყვა საკუთარი რიგებიდან. ახალი ელიტის ფორმირება და ახალ დოქტრინაზე მუშაობის დაწყება ყველა ფენის ჩართულობით. კონსტრუქციული ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა და აგრარულ სექტორზე მიხედვა. ფინანსური კაპიტალისთვის (რედ. საბანკო სისტემა) განაჩენის გამოტანა კი, მისი ჩარჩოში მოთავსებით მწარმოებელ კაპიტალს წაახალისებს. რასაც თავის მხრივ, ინდუსტრიალიზაცია მოჰყვება. მემარცხენე ლიბერალური მედიაპლატფორმების საპირწონედ, კონსერვატიულ-ლიბერალური ანდა სულაც დეიდეოლოგიზირებული, მაგრამ ობიექტური ტელევიზიებისთვის დაფინანსების წყარობის მოძიებაცაა საჭირო. ეს მიდგომა ეხება სოციოლოგიურ სამსახურებსაც; კიდევ რამდენი წელი უნდა ვუყუროთ „IRI“ & “NDI” მანიპულაციებს? როგორც ვხედავთ, ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთისგან გამომდინარეობს სახელმწიფოს მშენელობის პროცესში და უნვერსალური რეცეპტებიც არსებობს. ესღაა რომ, სხვადასხვა ხალხი და ქვეყნები სხვადასხვანაირად რეაგირებენ გამოწვევბზე კულტურული თავისებურებების გამო. მაგრამ იქნებ ამაშიცაა ცივილიზაციის ხიბლი და უფლის გზების შეუცნობლობა; აბა, დედამიწაზე ყველა სახელმწიფო კარგად იცხოვრებდა მაშინ და ასეთი უტოპიაც კი არაა დაწერილი. არ ვიცი.

 -ყველგან ცალკეული კუნძული ანდა ქალაქია აღწერილი, არადა მეც მოყვარული მაგ ჟანრის. ლიტერატურა გასაგებია, მაგრამ ისტორია რას ამბობს ამაზე?

 

ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ სამშობლოს უნდა მივხედოთ; ჩვენ ვერ ვცლით მატერიალურ კანონებს და დიდწილად გარემოებებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის შეცვლა შეგვიძლია და მერე იცვლება გარემო, ქალაქები და ქვეყნებიც. სხვა რეცეპტი ისტორიასაც არ აქვს და ამაზე აუცილებლად უნდა ვილპარაკოთ, ოღონდ სხვა დროს.

დავით ჩხარტიშვილს ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე