ჯონსონი მიიჩნევს, რომ უყრაინის ომი დასავლეთისგან სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ უყრაინის გამარჯვება გარდაუვალია. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღიარა, რომ ლონდონმა უკრაინის რამდენიმე დღეში დამარცხება იწინასწარმეტყველა.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ [ომი] დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ჩვენ მივიღეთ ასეთი სიგნალები სპეცსამსახურებიდან. მათ თქვეს, რომ უპირატესობა მხოლოდ ერთ [რუსულ] მხარეს იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რეალურად გამოავლინეს”, – თქვა მან.
ჯონსონი კიევისთვის მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პირობების თავს მოხვევის “საფრთხეს” ხედავს, რომლითაც უყრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს.
“ჩვენ ვეცდებით კომპრომისზე წასვლას და ვიპოვოთ რაიმე სახის შეთანხმება, რაღაც ბინძური გარიგება პუტინთან, ჩვენ შევეცდებით უკრაინელების წახალისებას ივაჭრონ მათი ტერიტორიის ნაწილით, რაც პუტინს მხოლოდ შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს”, – თქვა ჯონსონმა ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ უყრაინის მხარდაჭერით, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ევროპამ გამოავლინა ნამდვილი რწმენა “დემოკრატიისა და თავისუფლების” მიმართ.
“ვფიქრობ, რომ უყრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს”, – აცხადებს ყოფილი პრემიერი.