საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გადის ეთერში და რომელსაც „ჩაი ორისთვის“ ჰქვია, ორი წამყვანი მსმენელს ესაუბრება სხვადასხვა თემებზე, დასვნების დღეების შესაფერისზე, მეტადრე „მსუბუქზე“, თუმცა ყოველ გადაცემაში ისინი ხაზგასმით გამოხატავენ თავიანთ ანტირუსულ განწყობას, ისე, როგორც სამოცდაათი წლის მანძილზე საბჭოეთის „უმძიმეს“ ცხოვრებას, რომელიც, მათი გაგებით, მხოლოდ რეპრესიებს, გაუსაძლისობას უკავშირდება, რაც გადაცემას „სიმძიმეს“ მატებს და გარკვეული კატეგორიის მსმენელზე არცთუ „მსუბუქად“ მოქმედებს.
წამყვანები უდავოდ შემეკამათებიან — არ მოგწონთ, ნუ მოუსმენთო. გეთანხმებით, მაგრამ ტელეკომპანიას, რომელშიც თქვენ „მოღვაწეობთ“, საზოგადოებრივი ჰქვია — ხალხის ჯიბიდან დაფინანსებული.
ტელეკომპანია, რომ თქვენი საკუთარი იყოს, თავისუფალი აზრის გამოთქმის უკიდეგანო საშუალება გექნებათ, მაგრამ აქაც არის მუხრუჭის მსგავსი რამ და მას ეთერი ჰქვია. ეთერი, რომელიც არ იძლევა, უფრო სწორად არ უნდა იძლეოდეს ენაზე მომდგარი, მითუმეტეს სიცრუის ამსახველი ამბვების ფრქვევას.
გადაცემებისდა მიხედვით ჩანს თავდავიწყებული სიყვარული ყველაფერი ამერიკულისადმი, ევრო-ატლანტიკური სივრცისადმი. თქვენთვის მუსიკა, ხელოვნება, მწერლობა და ა.შ. მხოლოდ ამერიკულია, სხვა თქვენთვის არ არსებობს.
თქვენს სათაყვანო ამერიკის თემას უკრაინულიც დაუმატეთ და ყოველი გადაცემის დასაწყისში მსმენელს უკრაინულ სიმღერებს სთავაზობთ, რითაც ცდილობთ ზემდგომთა დავალების შესრულებას, თუმცა არც ისაა გამორიცხული თქვენებური აზროვნების მატარებლებს უკრაინისადმი სიმპათიები ჰქონდეს.
ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში თქვენ აუგად მოიხსენიეთ საბჭოური განათლების სისტემა და მაგალითად სტუდენტებისთვის პარტისტორიის „აუტანელი“ ლექციების მოსმენა მოიყვანეთ: „ძალით გვტენიდნენ პარტისტორიას, მარქსიზმს, მეცნიერულ კომუნიზმსო“ ბრძანეთ, შემდეგ საბჭოური განათლების სისტემის განქიქების მიზნით ეთერი დაუთმეთ „რესპონდენტს“, რომელიც ტელეფონით დაგიკავშირდათ და მანაც გულმოდგინედ გადაუარა საბჭოურ განათლებას — მატრიკულებში ფულს ვდებდით და ასე ვიღებდით ნიშნებსო.
ლექტორი, სტუდენტი და მაშინდელი განათლების სისტემა კორუმპირებულად წარმოაჩინეთ, რაც ნაწილობრივ შორს არ არის სინამდვილისგან, მაგრამ ყველგან ასე იყო უკიდგანო საბჭოთა კავშირში? და რომ ასე ყოფილიყო, ის ქვეყანა 70 წელსაც ვერ იარსებებდა, გაცილებით ადრე დალევდა სულს. მატრიკულში ფულის ჩადება და სხვა კორუფციული მომენტები აქ და მხოლოდ აქ იყო გაფურჩქნული და არა დანარჩენ საბჭოეთში; და თუ იქ იყო, ქართველს უკავშირდებოდა.
მიუხედავად გამონაკლისი არასასიამოვნო ისტორიისა, საბჭოთა განათლების სისტემამ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები შვა. მათ შორის უხვად იყვნენ ქართველებიც — ნებისმიერ დარგში, ნებისმიერ სფეროში — მედიცინით დაწყებული, მათემატიკით დამთავრებული.
ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ საბჭოთა განათლების სისტემამ გასული საუკუნის 60-70 წლებში უდიდესი ყურადღება მიიპყრო მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აშშ-ში, რომელმაც დიდი დრო დაუთმო საბჭოური განათლების სისტემის სიღრმისეულ შესწავლას — იმ ქვეყნისას, რომელსაც 20-იან წლებში წერა-კითხვის და ელემენტარული სწავლა-განათლების კურსების გახსნა მოუხდა მთელს საბჭოეთში.
სწავლა-განათლებას უდიდეს ყურადღებას აქცევდა სსრკ კომუნისტური პარტია, პირადად კომპარტიის გენერალური მდივანი სტალინი. მარტო ის რად ღირს, რომ მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკებში დაარსდა მეცნიერებათა აკადემიები, დარგობრივი ინსტიტუტები. საბჭოთა კავშირმა საშუალო და უმაღლესი განათლების დარგში მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.
მოწინავეთა რიგებში იყო საბჭოთა საქართველოც. და როდესაც საბჭოურ წარსულ ცხოვრებას აგინებთ, წარმატებებიც უნდა გაიხსენოთ, თუნდაც ის, რომ თქვენი გაგებით „უსწავლელმა“ საბჭოელმა, პირველმა გაუშვა კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრი, კოსმონავტი, ააშენა გიგანტური ჰიდრო და ატომური ელექტროსადგურები, მეტალურგიული ქარხნები, შექმნა უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, … რომელი ერთი გავიხსენო?
ის, რაც დავწერე მოკლე ჩამონათვალია — საბჭოთა განათლების სისტემის მიერ მიღწეული, ურთულეს პირობებში. სწორედ მძლავრმა საბჭოთა განათლების სისტემამ გაამარჯვებინა საბჭოთა ხალხს გერმანულ ფაშიზმზე, იაპონურ მილიტარიზმზე და ამ გამარჯვებაში ქართველთა წვლილიცაა — თქვენეული წარმოდგენით გაუნათლებელ, უსწავლელ ქართველთა, რომელთაც თავში მარქსიზმ-ლენინიზმს უტენიდნენ.
იქნებ იმ „ჩატენვის“ შედეგად განხორციელდა გიგანტური წარმატებები?
30 წელია საქართველო „დამოუკიდებელ“ ცხოვრებას ეწევა და რას მიაღწია „თავისუფლების“ ამ წლებში? არც არაფერს.
შევადაროთ საბჭოთა საქართველოს ცხოვრების პირველი 30 წელი, „დამოუკიდებელი“ საქართველოს 30 წელს. შედეგი სავალალოა.
იმ 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიერ მოპოვებულმა წარმატებებმა, როგორც მძიმე, ისე მსუბუქ მრეწველობაში, მთლიანად ეკონომიკაში, ხელოვნებასა და კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, მტკიცე ფუნდამენტი შექმნა ახალი ცხოვრების ასაშენებლად და რომ არა დიდი სამამულო ომი, საბჭოთა კავშირი და მის შემადგენლობაში მყოფი საქართველო გაცილებით მეტ საერთაშორისო აღიარებასა და აღტაცებას დაიმსახურებდა, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი შეუპოვარი შრომით.
ვსვამ კითხვას — მაშინდელ საზოგადოებას დიდი წარუმატებლობა მოუტანა მარქსიზმ-ლენინიზმის, სოციალიზმის მეცნიერებათა შესწავლამ თუ პირიქით? არის თუ არა საჭირო სახელმწიფოსთვის იდეოლოგია აწმყოსა და მომავლის მშენებლობისთვი, თუ უიდეოლოგიო საზოგადოებაა ადამიანთა მოდგმის სანატრელი ოცნება?
იქნებ მარქსიზმ-ლენინიზმს, სოციალიზმს თუ სხვა „-იზმს“ ლგბტ-იდეოლოგია სჯობს, დღეს რომ ძალდატანებით ხდება ადამიანთა „მოსარჯულებლად“?
აბა დაფიქრდით და გულწრფელად თქვით ლგბტ-ობას ძალით ტენიან ხალხს თუ თვით ხალხია დახარბებული სქესის მასობრივი შეცვლის? გეთანხმებით, დღეს მატრიკულში სტუდენტი ფულს არ დებს ლგბტ-ობის „მეცნიერების“ საგნის ჩაბარებისას — მატრიკულების არარსებობის გამო. დღეს, პირიქით, სტუდენტს აძლევენ ფულს უკანალის გასხვისებისთვის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიბაძვისთვის, უფრო მეტიც ტელევიზიით გააპიარებენ თუ ქალი, კაცად, კაცი, ქალად გადაკეთდა.
ნებაყოფლობითობად აღიქმება ყველაზე „დემოკრაიული“ ქვეყნის, აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის ბრძანება ლგბტ-ობის საყოველთაო აღიარებასთან დაკავშირებით, ერთნაირსქესიანთა „ოჯახების“ და სხვა უკუღმართობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა?
აშშ-ს მოკავშირე ევროკავშირმა, ვაშინგტონის დაძალებით ისეთი ლგბტ-ური ნაბიჯები გადადგა, რომ მალე აშშ-ს შტატებსაც გაუსწრებს ერთნაირსქესიანთა ოჯახების შექმნაში.
იკითხავთ — ევროპელებს თუ ევროპის ქვეყნების მთავრობებს სურთ სახიფათო ტრანსფორმაცია?
ამ უკანასკნელებს — აშშ-ს მხარდაჭერით მოსულთ ხელისუფლებაში, თორემ ხალხმა არაერთხელ მოაწყო ანტი-ლგბტ-ური დემონსტრაცია, მათ შორის აღსანიშნავი იყო ფრანგული, მილიონზე მეტი პროტესტანტით.
და მერე რა? საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა — საფრანგეთში გაცილებით მეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც მიტინგში მონაწილეობა არ მიუღიაო.
აი, იმ დაძალებითი სწავლა-განათლების დროს, ჩვენმა თაობამ, იდეალებზე გადავიტანეთ ყურადღება და არა იდეებისგან დაცლილ მომხმარებლურ ცხოვრებაზე, რომელიც მუცლის ამოვსებას ნიშნავს და სხვას არაფერს.
ესეც დიდი საქმეა, მაგრამ მარტო ჭამა, თუ მას სულიერი არ ახლავს, პრიმიტიულს ხდის ადამიანის ცხოვრებას. სამწუხაროდ, ამ „ჭამასაც“ რომ ვერ ახერხებს, თქვენი სათაყვანებელი კოლექტიური დასავლეთი?
ჰამლეტ ჭიპაშვილი