მედიის ცნობით, ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია  აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დელეგაციას ბელარუსის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტიომ ტუროვი ხელმძღვანელობს.

როგორც მედია აღნიშნავს, ბელარუსის დელეგაციის წევრები  პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდნენ, რომელმაც კანონმდებლებისა და აღმასრულებელი შტოს დონეზე ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბელარუსის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ აფხაზეთის პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას.