ორდღიანი დუმილის შემდეგ ჟურნალისტმა, რომლის ვიდეომაც მაყაშვილის სკანდალი გამოიწვია, კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა – ამჯერად რას წერს ედო ჯავახიძე

გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა:

„გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”. სწორედ ეს გამონათქვამი გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვია, მეტიც ის თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სპექტაკლიდან მოხსნეს.

ჟურნალისტი ედო ჯავახიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსახიობთან დაკავშირება მომხდარის შემდეგ მალევე სცადა და მისგან განმარტება მოითხოვა. სწორედ აქედან დაიწყო საყოველთაო განხილვები სოციალურ ქსელშც.

ჯავახიძემ ცოტა ხნის წინ მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას გავრცელებული ვიდეოს გამო დანაშაულის გრძნობა აწუხებს.

„კარგი, გვეყო მართლა და მართლა. ყოველგვარ საზღვრებს სცდება ეს თავდასხმა უკვე. მოიხადა ბოდიში და სხვა ლოგიკური დასასრული ამ ამბავს ვეღარ ექნება. 2 დღეა ვფიქრობ, ჩემსა და მაყაშვილს შორის მიმოწერის გამოქვეყნების სისწორეზე. აღარ ჩერდება ამ ადამიანზე წნეხი, თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ. ზიარდება ეს ვიდეო და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს უკვე, ამიტომ ვიდეოს ვშლი“, – წერს ედო ჯავახიძე.

დაიჯესტი