პაატა იაკობაშვილი: მთავარ არხში არის კრიზისი, მაგრამ დახურვის პირას ნამდვილად არ ვართ

უკვე თითქმის ნახევარი წელია ნიკას გარეშე გვიწევს მუშაობა და პრობლემებთან გამკლავება, ავად თუ კარგად ამას ვახერხებთ – ამის შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“უკვე თითქმის ნახევარი წელია ნიკას გარეშე გვიწევს მუშაობა და პრობლემებთან გამკლავება, ასე თუ ისე, ავად თუ კარგად ამას ვახერხებთ. მობილიზების დონე გვაქვს შენარჩუნებული. ვფიქრობ, ბრძოლას გავაგრძელებთ და საკმაოდ დიდ ხანს შეგვიძლია ამ ბრძოლის გაგრეძელებას. დარწმუნებული ვარ საბოლოოდ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
რა თქმა უნდა, არ არის რეალობისგან შორს ის მდგომარეიბა, რომ არხს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ ეს არ არის ეგზისტენციალური პრობლემები. ვერ ვიტყვი, რომ მთავარი არხი დახურვის პირასაა, მთავარ არხში არის კრიზისი, მაგრამ დახურვის პირას ნამდვილად არ ვართ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებიათ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის მთავარი გამოწვევა, თორემ რაც შეეხება ჟურნალისტური პროდუქციის კეთებას, ამაში ფაქტობრივად კრიზისი არანაირი არ არის”- განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.