პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კალინინგრადთან პოლონელმა სამხედროებმა მავთულის ღობის მშენებლობა დაიწყეს

პოლონელმა სამხედროებმა რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე მავთულის ღობის მშენებლობა დაიწყეს.

2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობის დაწყების შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ღობის მშენებლობის მიზეზად მინისტრმა უსაფრთხოების საკითხი დაასახელა, ასევე აღნიშნა გასული წლის შემოდგომის მიგრაციული კრიზისი, როდესაც ბელარუსიდან პოლონეთში არალეგალურად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტები ცდილობდნენ. თუმცა, როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, ოქტომბერში კალინინგრადიდან პოლონეთში საზღვრის უკანონო კვეთა არ დაფიქსირებულა.