ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ჩინელებს საქართველოს ისტორიას ასწავლის

ნენე ახობაძე ქართველი სტუდენტია ჩინეთში. მისი ისტორია იმ კუთხით არის საინტერესო რომ ბევრ საინტერესო ადგილას აღმჩნდა და წარმატებას მიაღწია დამოუკიდებლად. ეს ფაქტი კი ნამდვილად დასაფასებელია დღევანდელ რეალობაში.

ჩინური ენის სწავლა თსუ-ში დაიწყო. ჩინეთში კი პირველად 2015 წელს გაცვლითი პროგრამით ჩავიდა. თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ბარიერი გადალახა. პირველ წელიწადს ჩინეთის მთავრობის დაფინანსება ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ეს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, ის არავის გამოუყენებია და ამის შესახებ თსუ-შიც არ იცოდნენ ბევრი რამ. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სწავლა ისევ თსუ-ში გააგრძელა და 2017 წელს უკვე შეძლო ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება – მაშინ და შემდეგ, 2019 წელს, უკვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით დაბრუნდა ჩინეთში.

აღმოაჩინა, რომ საქართველოში არავინ არაფერი იცის ამ მიმართულებით. პროფესიონალი ჩინეთის ისტორიკოსი არ გვყავს, ამიტომ გადავწყვიტა, ეცადა. თავიდან აქ ოთხმა ლექტორმა მიიღო და მათგან ერთ-ერთი აარჩია. იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის ჩავიდოდა და სწავლას გააგრძელებდა, რომ ლექტორმა, რომელზეც არჩევანი შეაჩერა, მასზე უარი ისე თქვა, რომ არც გააფრთხილა და თავიდან მოუხდა ლექტორის არჩევა.

ყველაზე მეტად აქ გადახდის სისტემამ გააოცა და ზუსტად იცის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეს ძალიან დააკლდება. როცა რამეს ყიდულობ, აპარატთან სახეს ასკანერებ და მორჩა, ფული გადახდილია. ის ფაქტი, რომ საფულისა და ბარათის ტარება არაფერში გჭირდება, მისთვის ძალიან უცხო იყო. მოსწონს ისიც, რომ ჩინელებს, როგორც ჩვენ, ბევრი დღესასწაული აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, აქ დღესასწაულებზე ყველა ისვენებს და აბსოლუტურად ყველაფერი იკეტება. თავიდან ამის შესახებ არ იცოდა და მშიერი დარჩა, მაგრამ ფიქრობს, რომ მომსახურე პერსონალისთვის ძალიან კარგია, წელიწადში ერთი კვირა შვებულების გარეშე რომ შეუძლიათ დასვენება. ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის მათი ხმაურიანი ჭამა. აუცილებლად ხმები უნდა გამოსცენ ჭამის პროცესში. ჩემი იაპონელი მეგობარი მეუბნება ხოლმე, ასე რომ არ ვჭამ, დედაჩემი მეჩხუბებაო. ამბობენ, რომ ასე უფრო გემრიელად მიირთმევ და თან ამ გზით პატივისცემას გამოხატავ მზარეულის მიმართ.

თავიდან მუშაობა თარჯიმნად დაიწყო, გიდად, ფრილანსერ თარჯიმნად. ახლა უკვე თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, როცა ჩინეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და თარგმნას ეხება საქმე. ჩინეთში წერს წიგნს საქართველოს შესახებ, რაც ანაზღაურებადია, გარდა ამისა, აქვს სტიპენდია. ხშირად თანამშრომლობს ჩინურ მედიასთან. ზოგჯერ თარჯიმნად და ზოგჯერ უცხოელი სტუმრის სტატუსით – აქ ჩინური ენის მცოდნე უცხოელი ტურისტის გადაცემაში სტუმრობა ძალიან დასაფასებელია და ანაზღაურებენ.

– მაგისტრატურის დასრულების შემდეგ უნდა, საქართველოში დბრუნდეს და მუშაობა დაიწყოს. თუ ისეთი სამსახური ექნება, რომ გარკვეული პერიოდით ჩინეთში ჩამოსვლაც მოუიწევს ხოლმე, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. მანამდე უნდა დაასრულოს წერა ჩინეთის ისტორიაზე ქართულად და არსებული დეფიციტი შეავსოს. მეორე მხრივ კი, დაასრულოს წიგნი საქართველოს შესახებ, რომელსაც ჩინურად წერს.

წყარო – “ინტერმედია”