გიორგი ნონიაშვილი: ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა გრძელვადინი პროტესტი

შეუძლებელია ირაკლი კობახიძე ვაქციოთ დედა ტერეზად. სჯობს, რომ ვიზრუნოთ ერთი მხრივ გაძლიერებაზე, გაძლიერება ნიშნავს, მათ შორის პარლამენტის გარეთ გაძლიერებას, საპროტესტო მუხტზე ზრუნვას – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„გამოსავლის გზა არის მკაფიო რეალობის დასახვა. მკაფიო რეალობის დასახვა არის ის, რომ ამ ხელისუფლებისგან არაფერი არ გამოდნება. შეუძლებელია ირაკლი კობახიძე ვაქციოთ დედა ტერეზად. სჯობს, რომ ვიზრუნოთ ერთი მხრივ გაძლიერებაზე, გაძლიერება ნიშნავს, მათ შორის პარლამენტის გარეთ გაძლიერებას, საპროტესტო მუხტზე ზრუნვას. გრძელვადიანი პროტესტი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან ავტორიტარულ, კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას ზოგადად არაფრის ეშინია, გარდა იმისა, რომ საზოგადოების მუხტი იყოს მაღალი.
სხვა ვარიანტი არაა, ივანიშვილის რეჟიმს სხვა შიში არ აქვს. საკომიტეტო სხდომით ივანიშვილის რეჟიმს ვერ შეაშინებ, ვერც საკომიტეტო სხდომაზე წარმოთქმული რიხიანი სიტყვით. იმისთვის, რომ შეაშინო ან უკან დაახევიო, ან დაამარცხო არის ერთადერთი გზა, რომ დიდი საზოგადოებრივი პროტესტი არსებობდეს და ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ ამაზე ზრუნავდეს, დაკავებულია ყალბი სიმულაციით, რეალობის სიმულაციით, რომ ჯერ კიდევ რაღაც შესაძლებელია, რომ პარლამენტში მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.