დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა ნიკა გვარამიას საქმეზე. ნიკა 4 წლით პატიმრობაში იქნება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი საქმეა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსების ასეთი პოლიტიკური დევნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. და უფრო მნიშვნელოვანი, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
წერს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიენე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.