ასეთი ინფორმაცია იტალიულმა პრესამ ახლახან გაავრცელა
იტალიური პრესის ინფორმაციით, კუმადან, ნეაპოლთან ახლოს მდებარე ხვიჩა კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ეზოდან, მის მიერ 28 სექტემბერს შეძენილი (ზოგიერთი ცნობით, ქირით გამოყვანილი) ვერცხლისფერი Mini Countryman გაიტაცეს.
სავარაუდოდ, მანქანა დილით ადრე, იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ ეძინა. კხარაცხელია ვარჯიშზე წასვლამდე პოლიციას დაუკავშირდა და მანქანის გატაცების შესახებ აცნობა, – წერს იტალიური პრესა