პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი საპროტესტო აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. 70 წლის ხანი ისლამაბადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობას ხელმძღვანელობდა.
ის ფეხშია დაჭრილი. უფროსმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელმაც ხანს ესროლა, მოკლეს, მეორე კი პოლიციამ დააკავა.
“ეს იყო მისი მოკვლის, მკვლელობის მცდელობა”, – თქვა მან.
ყოფილ პრემიერთან ერთად დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი. სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.