რა ინფორმაციას ავრცელებს ყოფილი გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ანა რობაქიძის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებზე წერს.

“ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა.

ეს გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია და ვერავინ შეძლებს ჩვენ დაკომპლექსებას, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და თავად არ შეგვწევს უნარი მსოფლიო კლასის ჩვენებისა ნებისმიერ სფეროში – ფეხბურთიდან ტექნოლოგიებამდე!

ანა რობაქიძე, ხვიჩა კვარაცხელია და უამრავი წარმატებული ახალგაზრდა დღეს გამარჯვებისა და პირველობის რწმენას უბრუნებენ ქართველებს! მადლობა მათ ამისთვის!”, – წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა.

tia.ge