… აშშ – ს არმია და ძალაუფლების სტრუქტურები ორ ბანაკად გახლავთ გაყოფილი. პირველ ბანაკში წარმოდგენილი გახლავთ „პროგრესული“ ახალგაზრდა ოფიცრები და პენტაგონის ოფიციალური პირები, რომლებიც ძირითადად ჩართულნი არიან საშტატო სამუშაოებში.
ისინი მყარად დგანან ლიბერალურ შეხედულებებზე და იღწვიან ჯარში LGBT – კულტურის გაძლიერებაზე. მეორე ბანაკი არის რიგითი და უნტეროფიცრები, მებრძოლი ვეტერანების და გენერლების ნაწილი, რომლებიც იცავენ კონსერვატიულ დღის წესრიგს და ტრადიციულ შეხედულებებს, რომელიც დაფუძნებულია ქრისტიანულ და ოჯახურ ღირებულებებზე. ეს ხალხი წარმოადგენს ტრამპის ელექტორატის უდიდეს ნაწილს.
კონგრესმენებმა დენ კრენშოუმ და ტომ კოტონმა და რამდენიმე პატივცემულმა ვეტერანმა გასულ წელს შექმნეს პლატფორმა აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებისთვის, პლატფორმის მიზანია ჯარში ლიბერალური კულტურის პოპულარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. კონგრესმენები ასევე იბრძვიან კრიტიკული რასობრივი თეორიის იძულებითი სწავლების წინააღმდეგაც, თეორია, რომლის მიხედვითაც თეთრკანიანთა რასას ასწავლიან თეთრკანიანების სიძულვილს. ანუ ასწავლიან, რომ თეთრი რასა უფრო დაბალია, ხოლო თეთრი კაცი დაბადებიდან დამნაშავეა. ამერიკელი სამხედროები ასევე იძულებულნი არიან შეისწავლონ ქვიარ კულტურა, ყველა სახის უმცირესობების უფლებები, BLM თეორია, გენდერული კვლევები და ა.შ. კრენშოუ და კოტონი თავის ამომრჩევლებს დაპირდნენ, რომ გააანალიზებდნენ კონგრესში სამხედროებზე ზეწოლის ყველა ეპიზოდს და პასუხისმგებელ პირებს დაიბარებდნენ მოსმენაზე.
ეს ყველაფერი, კი საბოლოოდ მეტყველებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში არსებულ იდეოლოგიურ განხეთქილებაზე.
ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგია მართავს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისევე როგორც სხვა საკითხებში შეერთებული შტატების მთავარ უნივერსიტეტებს. მემარცხენე-ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა ძირს უთხრის აშშ-ს არმიის საბრძოლო ეფექტურობას, რომელიც ამერიკელებისთვის დამამცირებელია.
ბაიდენის ადმინისტრაციის უკიდურესად დაბალი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ტრამპს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე არჩევის უკეთესი შანსი აქვს.
ამავდროულად, თუ რესპუბლიკელები მოახერხებენ ტოტალური ძალაუფლების ხელში აღებას (ანუ გააკონტროლებენ როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესის ორივე პალატას), მათი მთავარი მიზანი იქნება შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების კონსერვატიული იდეოლოგიისგან საბოლოო გაწმენდა.
საზოგადოება შეერთებულ შტატებში აგრძელებს სწრაფად პოლარიზებას და ორ ბანაკად ყალიბდება. წმენდის დაწყების შედეგად კი მოსალოდნელია როგორც პენტაგონის ისე CIA-ს და FBI-ის ფუნქციის დაქვეითება. ამერიკის სახელმწიფო სისტემის კრიზისი ახალ პერსპექტივებს უხსნის რუსეთს და ეს უკვე შეიძლება აქტიურად იქნას გამოყენებული.
ირაკლი ჯანყარაშვილი