ანი წითლიძე: 7 ნოემბერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი შეცდომა, რამაც 2012 წელს ძალაუფლება დააკარგვინა

მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ძალაუფლება დააკარგვინა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„7 ნოემბერს ვიყავი სტუდენტი და ვაპროტესტებდი ჩემს მეგობრებთან ერთად. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ძალაუფლება დააკარგვინა და ქართველმა ხალხმა არ მისცა ხმა. სხვათა შორის, მე და ჩემი მეგობრები, რომლის დიდი ნაწილიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, 7 ნოემბერს ვაპროტესტებდით. ის ადამიანები, ვინც ახლა „ქართული ოცნების“ სიით არიან პარლამენტში, მაშინ ჩუმად იყვნენ. მეტიც, სტუდენტებს გვამუნათებდნენ, თურმე სწავლისთვის უნდა მიგვეხედა და მსგავს რაღაცებში მონაწილეობა არ მიგვეღო“, – განაცხადა ანი წითლიძემ.