ილია დარჩიაშვილი – გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველო ყოველთვის მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები.
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაში, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად და მას ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ამ მიმართულებით დღეს მსოფლიოს გააჩნია – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერს აღნიშნულ კონფერენციაზე ექნება მიმართვა.
– “პრემიერ-მინისტრს ექნება მიმართვა აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პრიზმიდან დანახული ყველა ის გამოწვევა და ის ყველა გეგმა იქნება გაჟღერებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ტრადიციულად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ყოველთვის წარმოდგენილია მაღალ დონეზე გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში და წელსაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
წყარო: 1tv.ge