ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს.

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს. შეხვედრა აშშ-ის ხელისუფლების ინიციატივით იმართება.

სომხეთისა საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიჰუნ ბაირამოვი უკვე ვაშინგტონში იმყოფებიან.

სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატების მოლაპარაკებები აშშ-ში მას შემდეგ იმართება, რაც გასულ კვირას ორი ქვეყნის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართეს.

წყარო: 1tv.ge