ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, საქართველოში ISFED-ის საქმიანობა დადებითად ფასდება

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, საქართველოში ISFED-ის საქმიანობა დადებითად ფასდება.

შესწორებაში, რომლის ავტორებიც არიან პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლუაზო, ურმას პაეტი, რამონა სტრუგარიუ ვკითხულობთ: „მთავრობის მიერ ISFED-ის საარჩევნო რეფორმების ჯგუფში დამატებაზე უართან დაკავშირებით. გამოხატავს სრულ ნდობას და კარგ შეფასებას აძლევს „ისფედის“ საქმიანობას საქართველოში საარჩვენო პროცესების მონიტორინგსა და მომზადებული ანგარიშების კუთხით“.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა 18 აგვისტოს დაიწყო. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სხდომაზე არ მიიწვიეს „სამართლიანი არჩევნები“. როგორც მაშინ უმრავლესობაში განაცხადეს, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED-ს უარი ეთქვა, რადგან მათ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, კვლავ უყენებენ თუ არა პარლამენტს მოთხოვნას, დაითხოვონ მთავრობა და დააკომლექტონ ე.წ. ტექნიკური მთავრობა.