“ხალხის ძალამ” “კობახიძის ძალა” უნდა დაირქვას – “ბატონო სოზარ, 17 მაისს არ იყავით კონსერვატორი?”

“ხალხის ძალამ” სახელი უნდა გადაირქვას და “კობახიძის ძალა” უნდა დაირქვას…


“თვალებში ნაცრის შეყრასაც” საზღვარი აქვს, ტყუილსაც და თავის მოტყუებასაც კი…
თუმცა სუბარმა არც საზღვარი იცის და ნაცარიც “ოპტომ” აქვს დარჩენილი და თვალებში შეყრასაც რა უდგას წინ!…

მხოლოდ კითხვები :

1. სად იყავით მაშინ ბ-ნო სოზარ, როდესაც სტრასბურგიდან შემოგვითვალეს, “კონტრაცეპტივებზე” წმინდანების გამოსახვა – ეგ გამოხატვის თავისუფლება არისო!…
2. რატომღაც არავის გვახსოვს 17 – მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თქვენი თუნდაც ერთი განცხადებაც კი !…
მაშინ არ იყავით ” კ ო ნ ს ე რ ვ ა ტ ო რ ი ” ???
3. შარლ მიშელმა საშინაო დავალება, რომ ჩამოგიტანათ და ” რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა ” შეგაწყალებინათ, არც მაშინ გაგჩენიათ განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეებში ერეოდა დასავლეთი ?….
4. პრეზიდენტის სასახლეში დატუქსული ბავშვებივით, რომ ჩაგამწკრივათ მიშელმა არც მაშინ იფიქრეთ, რომ ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრებოდა ?….
5. 2020 წლის არჩევნების შედეგები რომ ამერიკის საელჩოში დაგვიწერეს და ეს მშვენივრად იცოდით, არც მაშინ გაიღვიძა თქვენში “კ ო ნ ს ე რ ვ ა ტ ო რ მ ა ” ???….
6. თქვენი მხარდაჭერით ჩაიწერა კონსტიტუციაში ” ე ვ რ ო ინტეგრაციის მუხლი “, და არც მაშინ გაგჩენიათ კითხვები, რა თქმა უნდა!…
7. არც მაშინ გამოგიხატავთ პროტესტი, ”ქართული ოცნება” კ ო ჰ ო ბ ი ტ ა ც ი ა ს  რომ გვტენიდა ამერიკელების დავალებით და ამას ეროვნულ თანხმობად გვისაღებდა! – ხომ ასეა?…

P.s. აქ ანტიდისკრიმინაციულ და სხვადასხვა კანონპროექტებზე აღარ ვსაუბრობ, რომლებსაც მხარს უჭერდით და რომლებიც, საელჩოებში იწერებოდა….

მათშორის კანაფის “ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის” შესახებ, რომელსაც, როგორც ვიცი, ორივე ხელით მიესალმებოდით!…”

 

სამოქალაქო აქტივისტი

ირაკლი ჯანყარაშვილი