უყრაინის პრეზიდენტსკი ვლადიმერ ზელენსკი არაადეკვატურად იცინის და დარწმუნებულობას გამოხატავს, რომ ყირიმში დაისვენებს, როდესაც დათბება. ამას იგი ამერიკელ ჟურნალისტს ეუბნება (ვიდეო). ამასთან დაკავშირებით, სამხედრო ჟურნალისტი ალ. სლადკოვი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“მე მესმის, რომ ვლადიმერ ზელენსკის არ სწამს იმის, რასაც ამბობს. ფიზიონომისტი არ გახლავართ, მაგრამ ვატყობ, მის თავს რაღაც ამბავი ხდება. არ მინდა, ნარკოტიკებზე ტრადიციული ვერსია გავიმეორო.
ეს ადამიანი, უფრო შეძრწუნებულია იმ უფსკრულის დანახვისგან, რომელშიც უკრაინა ვარდება. არადა, მან უკრაინის გადარჩენის პირობა დადო.
1994 წლის ნოემბერში, ზნამენკიდან გროზნიში ჩავედი, რათა იჩკერიის ლიდერ ჯოხარ დუდაევისთვის ინტერვიუ ჩამომერთმია. მაშინ დუდაევმა გადაჩეხა ჩეჩნეთი ომის კატასტროფაში.
ჯოხარ მუსას ძე მამაჩემთან ერთად სწავლობდა, სამხედრო-საჰაერო აკადემიაში. დუდაევმა ვერ მიცნო. მას სავსებით შეშლილი თვალები ჰქონდა. ლაპარაკობდა შურისგებაზე, ტყვიამფრქვევიდან სროლის ხმის იმიტაციას აკეთებდა.
ამის შემხედვარეს, ცუდი გრძნობა დამეუფლა. ეს შემთხვევა აჯანყებული იჩკერიის მეთაურის დაღუპვამდე 1 წლითა და 3 თვით ადრე მოხდა.
აი ზუსტად ასეთ ადამიანს ვხედავ ზელენსკიში. მე, არავითარ შემთხვევაში არ ვიღებ ჩემს თავზე, რომ მისი დაღუპვა ვიწინასწარმეტყველო – ეს ჩემი დონე არ არის. მაგრამ უბედურება, რომელიც ამ ადამიანს დაატყდა თავს, სიკვდილზე უარესია, ვინაიდან იგი ჭკუიდან იშლება.
უკრაინისთვის, როგორც არაერთი ისტორიული მაგალითი ცხადჰყოფს, ეს წარმოადგენს კოლექტიურ, საერთო ტრაგედიას. იგი სხვებსაც ითრევს თავისკენ” წერს რუსი ჟურნალისტი ტელეგრამ -არხზე Сладков+.