უყრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უყრაინამ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღო.
კერძოდ, საუბარია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-სა და Aspide-ზე.
„ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენ განვაგრძობთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.