გიორგი გუგავა: ხელისუფლებას არ ადარდებს გამოკითხვები, რადგან არჩევნებს აყალბებს და ყველა დაუშვებელ მეთოდს იყენებს

საქართველოში არანაირი რეოტინგები არ ტარდება და მას არანაირი დამაჯერებლoბა არ გააჩნია. სამწუხარიდ ეს არის მანიპულაციის საშუალება, რათა შექმნან სასურველი საზოგადოებრივი აზრი – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“საქართველოში არანაირი რეოტინგები არ ტარდება და მას არანაირი დამაჯერებლoბა არ გააჩნია. სამწუხარიდ ეს არის მანიპულაციის საშუალება, რათა შექმნან სასურველი საზოგადოებრივი აზრი. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ეგრეთწოდებული რეიტინგები ტარდება სატელეფონო გამოკითხვის მეშვეობით, მთელმა მსოფლუომ იცის, ი რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი ისმინება, როგორ გგონიათ, საკუთარ პრეფერენციებს, საკუთარ დამოკიდებულებებს ტელეფონში რამდენად ეტყვის მოქალაქე გამომკითხველს. ქვეყანაში არის ოლიგარქიული დიქტატურა და დიქტატურის დროს ქვეყანაში არანაირი გამოკითხვები არ ტარდება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ემსახურება სასურველი საზოგადოების აზრის ფორმირებას. ხელისუფლებას არაფერში ადარდებს გამოკითხვები, ის არჩევნებს აყალბებს, იყენებს ყველა დაუშვებელ მეთოდს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის”- განაცხადა გიორგი გუგავამ.