რატი ბრეგაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ადამიანი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ

ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი, ასევე, ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს.

„პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის მოტანა, ფაქტების მოყვანა. სხვა შემთხვევაში, თუ არ გვექნება კონკრეტული ფაქტები, საუბარი საფუძველს მოკლებული იქნება. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ბევრი რამ შეიძლება, ითქვას როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.