თეა წულუკიანი: კანონი არის ყველასთვის ერთი, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის

კანონი არის ყველასთვის ერთი, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ კომენტარებს.

„თითქოს ამ ტიპის დანაშაულზე არავინ არასდროს ყოფილა მსჯავრდადებული, ან საპატიმრო სასჯელმისჯილი. ეს სინამდვილეში არის სიცრუე, რასაკვირველია კანონის არის ყველასთვის ერთი, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის და ეს არის სწორედ მათთვის პრობლემა“, – განაცხადა წულუკიანმა.

წყარო:”იმედი”.