ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს თანაბარი ადგილები, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელებს 199, დემოკრატებს კი 178 მანდატი აქვთ

ბოლო მონაცემებით, სენატში დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც 48-48 ადგილი აქვთ უკვე მოპოვებული. წარმომადგენელთა პალატაში კი, დემოკრატებს ჯერჯერობით 178, რესპუბლიკელებს კი 199 მანდატი აქვთ. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილია საჭირო.

ასევე, ამ დროის მონაცემებით, სენატისთვის ბრძოლაში დემოკრატმა სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა პენსილვანიის საკვანძო შტატში გამარჯვება მოიპოვა.

ამასთან, მედიის ცნობით, ახლა შედეგებს ელოდებიან არიზონიდან, ნევადიდან, ვისკონსინიდან და ჯორჯიის შტატებიდან. ჯორჯიის შტატში დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქ ერთმანეთს მოქმედი სენატორი – პასტორი რაფაელ უორნოკი და ფეხბურთელი ჰერშელ უოკერი უპირისპირდებიან.

ამ დროისთვის უორნოკს 49.4%, ხოლო უოკერს 48.5% აქვს. სენატში მანდატისთვის 50%-ზე მეტის მოპოვებაა საჭირო.