ამერიკული მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელებს სენატში ერთი ადგილი მოემატათ და ამ დროისთვის 49 მანდატი აქვთ

რესპუბლიკელებს სენატში ერთი ადგილი მოემატათ და ამ დროისთვის 49 მანდატი აქვთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვისკონსინის შტატში რესპუბლიკელი რონ ჯონსონი იმარჯვებს.

მედია წერს, რომ გამარჯვება ჯონსონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამძლეობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომელმაც ზედიზედ სამი მძიმე არჩევნები მოიგო.

მცირე ცვლილებაა კონგრესის ქვედა პალატაში. ბოლო მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 202 მანდატი აქვთ, დემოკრატებს კი 184.