აკაკი მინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” დიდი, მძლავრი პარტიაა, რომელიც დამარცხდა და არ გაქრა

“ნაციონალური მოძრაობა” დიდი, მძლავრი პარტიაა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დამარცხდა და არ გაქრა – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“ვინც ბრიფინგი ჩაატარა, მათზეც არის პასუხისმგებლობა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა ამდენი ხნის განმავლობაში. მათზეც არის გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებაც და  რა პრობლემაა მოვიდნენ პარტიაში და ვისაუბროთ ამ თემაზე, მათ შორის როდის უნდა ჩატარდეს პოლიტსაბჭო, ჩვენ ხომ უარი არავის გვითქვამს. ცუდია, რომ ასეთი ფორმით განცხადების გაკეთებამ გააჩინა ის კითხვები, მათ შორის არაკეთილმოსურნეებში. “ნაციონალური მოძრაობა”, დიდი მძლავრი პარტიაა, პარტიაა რომელიც საქართველოს ისტორიაში დამარცხდა და არ გაქრა. დაამკვიდრა ტრადიცია, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემის, ძალიან მნიშვნელოვანი აგური დადო ქვეყნის განვითარებაში ამ პროცესით” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.