რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “დიდი ოცეულის” ლიდერების სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში არ ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ინდონეზიაში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პუტინს სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.
საელჩოში განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას ვირტუალურ რეჟიმში.
შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ ინდონეზიას არაერთხელ მოუწოდეს, გაეუქმებინა სამიტზე პუტინის მიწვევა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ ვლადიმერ პუტინი მას დაესწრება.