“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას გარდა ჯერ სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა.იმედი გვაქვს, მალე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ტვირთს თავის თავზე აიღებენ, იმიტომ, რომ ამ პარტიას ჰყავს ბევრი ღირსეული ლიდერი_ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჯერჯერობით სხვა კანდიდატები, გარდა ნიკა მელიასი, დასახელებული არ არიან. იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ტვირთს თავის თავზე აიღებენ, იმიტომ, რომ ამ პარტიას ჰყავს ბევრი ლიდერი, ბევრი ღირსეული ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს ეყოლება ბევრი კანდიდატი.
ღირსეული ადამიანი ბევრია და ეს უნდა იყოს მათი პირადი გადაწყვეტილება, კარგად გააზრებული, რადგან ასიათასობით მხარდამჭერიანი პარტიის თავმჯდომარეობა ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას რუსი ოლიგარქი ივანიშვილი მართავს, მარტივი არაა. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს თავს გაართმევენ და კანდიდატურას დაასახელებენ”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.