რაც და ვინც ქართველ ხალხს უყვარს, ყველას ლანძღავთ და მერე გიკვირთ, რატომ ვერ ახერხებთ სკამებზე ხელმეორედ აბობღებას“ – სვიმონ ჯანგულაშვილმა მამა-შვილი ბუღაძეები მიწასთან გაასწორა

სვიმონ ჯანგულაშვილი ლაშა ბუღაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს ეხმიანება.

„გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, საკუთარი უნიჭობითა და შეუმდგარებით დაბოღმილ ამ მარად ახალგაზრდა, ნიჭიერად დამწყებ დიდ ყველაფროლოგ მწერალ-ფელეტონისტზე რამე ვთქვა თუ არა-მეთქი… სჯობს, ვითმენდე და სიძულვილით ანთებულ ამ სექტანტებს საკბილოს არ ვაძლევდე, მაგრამ… როგორი მოსათმენია, ნაცისტების მიერ გენიოსად და ერის მხსნელად შერაცხილი ეს პროქტოფანტაზმისტი, მთელ ერს რომ ლანძღავს და პატრიარქს მორალურად დეგრადირებულს უწოდებს? ტიპი ყველა ნაცი და ნაცებს მიტმასნილი პოლიტიკოსის გვერდით დგას, მამასთან ერთად, სააკაშვილს წმინდა სებასტიანად გვიხატავს, კეზერაშვილის დაფინანსებულ ელენა გერგიევნას აქციებზე კონფერანსიეა (იქაც უნიჭოდ, უგემოვნოდ, დრამაქვინულად და ისტერიკულად „მამულიშვილნო!“ სტილის „რეჩების“ გამკივანი), გუბაზ სანიკიძისა და გიგი უგულავას თანამებრძოლია, ინგა გრიგოლიას და ეკა კვესიტაძის უმცროსი „მეცნიერ-თანამშრომელია“, ქალბატონი ჩცდ-ს კოლეგაა, ამხელა წრე ჰყავს, რომლის პატრონიც მორალურ დეგრადაციაზე სხვებს და მით უმეტეს მთელ ერს არ უნდა უკიჟინებდეს, და მაინც ბედავს და აი, ასეთი ტექსტებით გადმომდგარი გვწყევლის სრულიად საქართველოს.

რა ხართ მაინც, ნაცისტებო? – ვინც ქართველ ხალხს უყვარს, რაც ქართველ ხალხს უყვარს, ყველას და ყველაფერს ესე ლანძღავთ და მერე გიკვირთ, რომ ვეღარ ახერხებთ თქვენს საოცნებო სკამებზე ხელმეორედ აბობღებას… ანზორ ერქომაიშვილს ხომ სიცოცხლე გაუმწარეთ უშიკიშვილის ხელით, რობერტ სტურუას ცოცხლად კლავთ, თემურ ჩხეიძეს ქართული ლიტერატურის უშიკიშვილმა – ნოდარ ლადარიამ მიაჩხავლა ჭილყვავივით… იქით – ხან ლაშა ტალახაძეს გადაუარეთ, ხან ხვიჩა კვარაცხელიას… კახელებო, ღვინოში ჩაგიფსითო, ესეც იკადრა მოლაპარაკე შარდის ბუშტმა… ბუღაძე უფროსმა – ქოცისტანს ჩაგრეცხავთ ჯოჯოხეთში ცუნამი, სახელად მიშაო… მაგრამ აქ რაღაც სხვა საფეხურზე ადის „ნაცების“ კაცთმოძულეობა: თავად ქართველი ერის უმრავლესობას ლანძღავს ეს ჩინური ნოდარ ლადარია და მიტინგებზე მიშას მიერ მერაბ კოსტავას კარიკატურად დანიშნული გრაფომანი…

პატრიარქი მორალურად დეგრადირებულიაო… ქართველთა 88 პროცენტი უგუნური, მორალურად მწირია, არც გული და არც სინდისი აქვსო და ძალის მონააო…

რა ავად უნდა იყო, რომ განსხვავებული პოლიტიკური არჩევანის, ან პატრიარქის ნდობის თუ სიყვარულის გამო, მწერლობაზე პრეტენზიის მქონე არსებამ, ასე ლანძღო შენი ერი. რა უგუნური და უნიჭო უნდა იყო, როგორ არ უნდა გრძნობდე, როდის სად რა და როგორ უნდა თქვა…

ეს უნიჭო ტყაჭა. მაგრამ, რა გინდა – რაც მამა, ის შვილი. მაინტერესებს, ერის 88 პროცენტისა და პატრიარქის მლანძღველთან ჩახუტებული ჩემი „მეგობრების“ გატრუნვა და მათი სირაქლემას პოზაც პოლიტიკოსების გატრუნვაც მაინტერესებს – ვითომ რომ ვერ ხედავენ და ვერ იმჩნევენ, ამის მობუყბუყე უნიტაზობას…

მიდით, ჰიტლერივით წყევლეთ და ლანძღეთ თქვენი ერი – გერმანია არ იყო ჩემი ღირსიო. მიჰბაძეთ და მიჰყევით.

იქამც ყოფილხართ.

ნეტავ, რამდენად გიფასებთ ოლიგარქი კეზერა ან რუსი ბიზნესმენი ნაყოფია მაგ თქვენს გრუზინულ, ფასონად ლიბერალობას, დემოკრატობას და ევროპელობას? აბა, ჩემს ჰელენა გერგიევნა ხოშტარიას რამდენად უფასებენ გერგიევი და პუტინის კულტურის სამინისტრო მოღვაწეობას, ეგ ყველა გავიგეთ უკვე…

P.s. ძვირფასო ჟურნალისტებო, მხოლოდ მუსიკაზე მელაპარაკეთ და მალაპარაკეთ. ჩემი სათქმელი (რომლის არც ფორმა მომწონს და არ ტონი) პოლიტიკაზე აქ ვთქვი, და ვფიქრობ, ხალხისთვის საინტერესო არაა და მნიშვნელოვანი არც უნდა იყოს, ეკრანებიდან ჩემი საუბარი პოლიტიკაზე. მეც ლაშა ბუღაძის ნაირ ყველაფროლოგად ნუ მაქცევთ. არაა ლამაზი, ყველაფერზე ლაპარაკობდეს ადამიანი კომპეტენტური და გაფუყული გამომეტყველებით.

არც ამ სტატუსის დაწერაა ალბათ სწორი. ექსკრემენტები არ უნდა გაქექო, არც უნდა შეეხო. უნდა განერიდო და დატოვო, მაგრამ, აი რა ვქნა, უბრალოდ, თავს ვერ ვიკავებ, როცა ამორალურობა და უსიყვარულობა, ერს მორალის, ნდობისა და სიყვარულის გამო ლანძღავს და როდესაც მხცოვან პატრიარქს თავს ესხმიან გიენებზე დაბუდებული მკბენარ-რწყილები…

რაც შეეხება სიტყვა ლიბერალს, ეგერ, ბატონო, რას ამბობს ლიბერალთა შორის წმინდანი და წმინდანთა შორის ლიბერალი, ბუღაძისა და მისი სადაქალოს მსგავს ლიბერალებზე. ვურთავ მის ციტატასაც ამ მოქაქანე-მოკრუხკრუხე დიდოსტატის ნააზრევს“, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.