სალომე სამადაშვილი: დარწმუნებული ვარ, მორიგი ინდური სერიალი განვითარდება “ნაციონალურ მოძრაობაში”

„მე არ მჯერა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება შეუძლია, ან ფუნდამენტური შეცვლა. ეს არის შიდა ბრძოლები. ეს არის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ დაწერს შემდეგ საარჩევნო სიას.” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ქვეყნის რეალობა არ იცვლება იმით, თუ ვინ განსაზღვრავს პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ამ ქვეყნის რეალობა რომ შეიცვალოს, „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს. რაც დღეს ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არ აინტერესებს 10 ადამიანიდან 8-ს.

დარწმუნებული ვარ, მორიგი ინდური სერიალი განვითარდება “ნაციონალურ მოძრაობაში” გავლენების გადანაწილებისთვის და დაიკავებს იმ საინფორმაციო სივრცეს, სადაც ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ. ამიტომ არის ეს ჩემთვის უსიამოვნო.“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.