ხერსონის რეგიონში უყრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უყრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა.
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა.
ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომბრიდან უკრაინის ჯარების წინსვლა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 365 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1 381 კვ.კმ-ს აღწევს და აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე.