„პრაიმშოუში“ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა და სასამართლოს გზით გამართლებულმა მსახიობმა, გიორგი გურგულიამ ისაუბრა და აღნიშნა:
„სამი მუხლი მქონდა წაყენებული და სამივე მუხლში გავმართლდი. გინებაში არ გავმართლდი. ჩემი ცოლი მუდმივად მაყენებდა შეურაცხყოფას, ესეც ხომ ძალადობაა, ადამიანი საზოგადოებაში რომ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რომელსაც არანაირად არ იმსახურებ. ხდება, რომ ნერვები გეშლება და ან დაუყვირებ, ან შეაგინებ. პირველად როცა მოვიდა პოლიცია, ნახა, რომ ბავშვი მე მეხუტებოდა და მეხვეწებოდა, არ წახვიდეო. როცა მამა აგრესორია, ამ დროს ბავშვი დედას ეხუტება. სწორია პოლიციის გამოძახება, მაგრამ მან დარეკა ჯიბრით. დარეკე-მეთქი, ვუთხარი. ცამოწმენდილზე დარეკა. მოვიდა პოლიცია. დაათვალიერეს, ნახეს, რომ არანაირი ძალადობა არ ხდება და ბავშვი აქეთ იხვეწება, არ წახვიდეო. გამიყვანეს და მითხრეს, ნებისმიერი რამ რომ დაგაბრალოს, ექსპერტიზის გარეშე წაგიყვანთ და ექვს წელს მოგისჯით. მიცნეს და გამომიყვანეს. ეს იყო პირველი შემთხვევაში. მეორე შემთხვევაც მოხდა. მეორეჯერაც ზუსტად იგივე ხდებოდა ბავშვის დაძინებაზე. პანდემიის დროს რაღაცები გართულდა… გარეთ მეგობარი მელოდებოდა, მეზობლები ისხდნენ, სკანდალი მოაწყო, რომ გაეთრიეო. იმის გამო, რომ ერთხელ სულელურად დარეკა, ტელეფონი წავართვი, რომელიც ჩემი ნაჩუქარი იყო. ვუთხარი, ხვალ დილით დაგიბრუნებ-მეთქი, არ წამირთმევია. დედას გიტირებ თურმე ყოფილა მუქარა…“