“ახლა შემოილაწუნეთ სახეზე ხელი, მიიხედ-მოიხედეთ და ექიმს მიაკითხეთ” – დემურ გიორხელიძე

“ახლა ერთი კარგა-მაგრად შემოილაწუნეთ სახეზე ხელი, მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და ექიმს მიაკითხეთ” – დემურ გიორხელიძე.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: „ქართველებს, ჯერ-ჯერობით, ის ვერ გაურკვევიათ, თუ რა სურთ სამომავლოდ, თუმცა, ის კი იციან, რომ “კაი ცხოვრება” უნდათ, მაგრამ “იმას” ელიან, ვინც მათ ქ-“ოცნებას” აუსრულებს და კარგად აცხოვრებს!

ყველაზე საშიში ნარატივი, შემორჩენილი წარსულიდან:
ყველა ირგვლივ დაიშლება/დაიქცევა/გაუბედურდება/
დაინგრევა, გარდა საქართველოსა!

თურმე “სადღაც წერია”/ “ვიღაცას დაუწერია” – ქართველებო, ნურაფრის გეშინიათ, თქვენ უდარდელად იყავით, გაყიდეთ თქვენი ქვეყანა, გაყრას დაემორჩილეთ თქვენი ქვეყნიდან, განათლება მოსპეთ, მეცნიერება გაანადგურეთ, არ იშრომოთ, არაფერი აკეთოთ და მაღლამდგომს ხელი არ შეუშალოთ რაიმეს კეთებით: ყველა რომ დაინგრევა და განადგურდება, საქართველო გაბრწყინდებაო!

აი, სად არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, საკუთარი უმაქნისობის გამართლება, თავშესაფარის პოვნა მხოლოდ იმისთვის, არაფრისკეთება და დამბლადდაცემული აზროვნება რომ გაამართლო!

როცა ადამიანებს ასეთი შლეგური აზრები მოსდით თავში,
იქ იმაზე უფრო საშიში მდგომარეობაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ე.ი. ნუ გეშინიათო, ხომ?! ასე წერია სადღაც ვიღაცის მიერ!?! ახლა ერთმა გონიერმა მაჩვენეთ სად წერია ამის მსაგავსი რამ, რომელიც ელემენტარულ გონიერ ახსნას ან ფაქტებით ოდნავ მაინც მიახლოებით დასაბუთებას დაექვემდებარება საღი გონებით!

მანახეთ ერთი მსგავსი რამ, რომელიც გონიერების
ფარგლებში იქნება!

ნუ შეწუხდებით იმის მტკიცებაში, რომ “საქართველოში გონიერებასა და ინტელექტს გახვრეტილი შაურის ფასი აქვს და სინამდვილე სხვაგან “იჭედება” – იქ მაღალა! ეს შეხედულება მე კარგად ვიცი – ესეც სიშლეგის შედეგია გონებისა.

ჰოდა, ახლა შემოილაწუნეთ სახეზე ხელი, ახლო მახლო, ან ცოტა მოშორებით მიიხედ-მოიხედეთ და თუ მაინც ტვინგამრუდებული აზრები ისევ აღგეძვრებათ – ექიმს მიაკითხეთ!

მართალია, ავლიპი აღარაა ცოცხალია, მაგრამ კარგი
შთამომავლობა დატოვა: იციან საქმეც და ინტელექტიც მაღალი აქვთ, თუმცა …

ეს რა ხილიაო, ხომ?!“.

წყარო: ptn.ge