დიმა კულება – უყრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება

უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უყრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება.

ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია.

„თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.

„არ არსებობს არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგიდასთან ლამაზი ფოტოების გადასაღებად დასხდომის ეტაპი გავიარეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვცადეთ. შეგახსენებთ, ომის პირველ თვეებს და არაერთ მცდელობას უკრაინის მხრიდან მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთთან. ერთადერთი პასუხი, რომელსაც ყოველთვის ვიღებდით, იყო ულტიმატუმების ჩამონათვალი, სია. ისინი გვეუბნებოდნენ, შეასრულეთ ეს მოთხოვნები ან დატოვეთ მოლაპარაკება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.