ჯეიკ სალივანმა უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ ხერსონის დაბრუნებას „არაჩვეულებრივი გამარჯვება“ უწოდა

თეთრ სახლში ხერსონის უყრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ დაბრუნებას „არაჩვეულებრივი გამარჯვება“ უწოდეს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ხერსონი იყო ერთადერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა ომის დროს დაიკავა და მისი გათავისუფლება ნიშანდობლივია.

ხერსონში უყრაინელი სამხედროების შესვლას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უყრაინის სუვერენული უფლებების აღდგენის გზაზე.