საკონსტიტუციო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სარჩელი.

ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გადაწყვეტილება ოთხი მოსამართლის: ვასილ როინიშვილის, ევა გოცირიძის, გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის სახელით, 4 ნოემბერს გამოცხადდა.

შალვა ნათელაშვილი მიიჩნევდა, რომ მას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი არაკონსტიტუციურად შეუწყვიტა.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მან საჯაროდ თქვა, რომ მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამის გამო მას უფლებამოსილება არ უნდა შეჩერებოდა. მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიც იყო.