შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა მოამზადოს

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა მოამზადოს..

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია ბარამიძემ განაცხადა და განმარტა, რომამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც.

მისივე თქმით, არის სურვილი, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმაც.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ  22 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება დასახელებული კანდიდატურების კამპანია.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთდ, ამ პოსტის დაკავებას შეეცდებიან: გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე.