აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ბრძოლა გამწვავდა.
„ბიბისის“ პროგნოზით, არიზონას შტატში გამარჯვებული დემოკრატი მარლ კელი გახდება. ეს პროგნოზი თუ გამართლდება, მაშინ დემოკრატებს კონგრესის ზედა პალატაში 49 მანდატი ექნებათ და უმრავლესობის მისაღებად კიდევ მხოლოდ ერთი შტატში მოგება დასჭირდებათ.
ამჟამად, ხმების დათვლა გრძელდება ნევადაშიც, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატს მცირე უპირატესობა აქვს.
როგორი იქნება ძალთა ბალანსი, საბოლოოდ 6 დეკემებერს ჯორჯიაში დაგეგმილი მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადგინდება.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის რესპუბლიკელებს 211 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.