აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს ხვდება.
როგორც CNN-ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა აშშ-ის ძალისხმევის ნაწილია, რომ რისკების მართვის შესახებ რუსეთთან კომუნიკაცია იქონიოს და განიხილოს “უსამართლოდ დაპატიმრებული აშშ-ის მოქალაქეების” საქმეები.
პრესსპიკერის თქმით, აშშ-ს აქვს საკომუნიკაციო არხები რუსეთთან რისკების მართვის, განსაკუთრებით კი ბირთვული რისკისა და სტრატეგიული სტაბილურობის რისკების შესახებ.
მისივე თქმითვე, ბერნსი რუს კოლეგასთან არ აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებებს.