გიგა ბოკერია: ნაცმოძრაობაში მიდის კლანებს შორის დაპირისპირება

რაზე არის დღეს დავა, ჩხუბი, ტალახის სროლა ნაცმოძრაობაში? რამე შეხედულებაზე, რამე ფასეულობაზე, ან თუნდაც პოლიტიკურ სტრატეგიაზე, არა ნულია შინაარსი, არის კლანებს შორის დაპირისპირება”- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “tv პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ის რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” ბუნებრივია, ეს არის პარტიის შიგნით მიმდინარე ამბავი და რომ არ ჰქონდეს ამ პარტიის ამბებს გავლენა ვითარებაზე, საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებდი. სამწუხაროდ აქვს გავლენა და ბუნებრივია, ყველა აქტიური მოქალაქის მხრიდან ხდება, რაღაც პოზიციის დაფიქსირება ამ თემაზე. მე რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ სასურველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ ჰქონდეს ის გავლენა, რომელიც აქვს.

ის რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, არის გამოხატულება კიდევ ერთი, რატომ აქვს ჩვენს ქვეყანას მთლიანად პრობლემა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაშიც ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავიმარჯვეთ. ჩვენში ვგულისხმობ “ევროპულ საქართველოს”, რომელსაც ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვა აქვს პოლიტიკის. რაზე არის დღეს დავა, ჩხუბი, ტალახის სროლა ნაცმოძრაობაში? რამე შეხედულებაზე, რამე ფასეულობაზე, ან თუნდაც პოლიტიკურ სტრატეგიაზე, არა ნულია შინაარსი, არის კლანებს შორის დაპირისპირება”_ განაცხადა გიგა ბოკერია.