გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა დემონსტრირება, როგორ უნდა გაწირო სამშობლოსთვის თავი

“ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ის საქართველოში ჩამოვიდა შეგნებულად და  ფაქტობრივად ფეხი შედგა საპყრობილეში, იმიტომ რომ დაენახვებინა ხალხისთვის თავისი ერთგულება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “tv პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ის საქართველოში ჩამოვიდა შეგნებულად და  ფაქტობრივად ფეხი შედგა საპყრობილეში, იმიტომ რომ დაენახვებინა ხალხისთვის თავისი ერთგულება, თავდადება და ადამიანმა მოახდინა იმის დემონსტრირება, როგორ უნდა გაწირო სამშობლოსთვის თავი. ის არის მთავარი ადამიანი და თუ ვინმე აძლევს ხმას ამ პარტიას, თუ 100%-ით არ მოსწონს ვინმეს, ჩემი აზრით 99% ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის ხმებია. ვინც ვართ ამ პარტიაში, რაც არ უნდა რანგის ლიდერი იყოს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად ეს ადამიანები ნულები არიან – არა, მიხეილ სააკაშვილი ნულებს და მონებს არ იკრებდა გვერდში, უბრალოდ ამ შემთხვევაში ელექტორალურად ასე არის და  ნურავის ნუ ეწყინება როცა ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიაში მთავარი და განმსაზღვრელი”_ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.