ქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ალექსეი გერთეშუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ამას გარდა, ირაკლი ლექვინაძემ და ალექსეი გერთეშუმ, 16-17 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“ მიმდინარეობა განიხილეს.
კონფერენციას, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება, 200-მდე მონაწილე და 20 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წევრები“, აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.