ჯო ბაიდენი- არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონის “გათავისუფლებას” უყრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უყრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. ამის შესახებ ბაიდენმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა ხერსონიდან რუსეთის უკან დახევას ომში გარდამტეხ მომენტად და მზად არის თუ არა შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს უკრაინას გამოცხადებული მიზნის მიღწევაში – მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაში.

 

„ეს არის უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე ვერაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, მონდომებას და შესაძლებლობებს. ისინი მართლაც არაჩვეულებრივი იყვნენ”, – განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას“.

„ჩვენ ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ მოლაპარაკებებში, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელებმა უნდა მიიღონ”, – განაცხადა ბაიდენმა რუსეთთან პოტენციური მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.