ჯო ბაიდენი – ჩვენ და ჩინეთი ვაპირებთ ძლიერ კონკურენციას, მაგრამ მე არ ვეძებ კონფლიქტს, მე ვაპირებ კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას

ჩვენ [აშშ და ჩინეთი] ვაპირებთ ძლიერ კონკურენციას, მაგრამ მე არ ვეძებ კონფლიქტს. მე ვაპირებ კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კუნძულ ბალიზე, ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ღია და გულწრფელი საუბარი ჩვენი ზრახვებისა და პრიორიტეტების შესახებ. მე ცხადი ვიყავი, რომ ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ ადამიანის საყოველთაო უფლებებს და დავიცავთ საერთაშორისო წესრიგს, მყარად ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას “აბსოლუტურად” სჯერა, რომ ახალი ცივი ომი ჩინეთთან არ იქნება. ამასთან, ის არ ფიქრობს, რომ “ჩინეთის მხრიდან ტაივანში შეჭრის გარდაუვალი მცდელობაა”.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს „ვალდებულება შეეცადოს“ შეაჩეროს ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის მხრი